суббота, 11 июля 2015 г.

დღე 9
დღეს ბოლო დღეა Inteli-ს ტრენინგებზე.  სულ უდროობას უჩიოდი არადა რა მალე გაირბინე დრომ   რაც მთავარია საინტერესოდ.  ყოველი დღე სიახლეებით იყო დატვირტული. ვაღიარო უნდ, რომ პროექტებს ადრეც ვაკეთებდი, მაგრამ ასე სიღრმისეულად არა.
 დღეს შევაფასეთ ჩვენი ნაშრომები. ვიყავით  თეთრი და შავი ოპონენტები  ძალიან საინტერესო იყო. ამ მეთოდით კიდევ ერთხელ სიღრმისეულად მოგვიწია გააზრება ჩვენი მასწავლებლების ნამუშევრის. მივიღე როგორც შექება ასევე რჩევები რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ეს ტრენინგებმა ნამდვიად ბევრი მოგვცა რასაც აუცილებლად მოსწავლეებში გამოვიყენებთ. 21 –ე საუკუნის უნარ ჩვევები არ უნდა იყოს ხელმიუწდომელი ჩენთვის.  ყოჩაღ გვანცა! ძალიან ენერგი ული გოგო ხარ! თქვენი მიზანდასახულობა, სწორი მიმართულებები ძალიან მეხმარებოდა, რომ შემექმნა პროექტი, რომელიც მართლა აქუალური პრობლემა სოფლისთვის.
ძალიან კმაყოფილი მივდივარ. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე. <3


понедельник, 6 июля 2015 г.

დღე 7 ვფიქრობ წინსვლა არის.  დრომ დღეს შეუმჩნევლად გაირბინა.  ეს უდროობა ხომ მკლავს, ცოტა მეტი დრო, რომ მქონდეს ეს უკეთესად აისახება ჩემს  პროექტში.
განვიხილე გარდნერისა და ბლუმისა მატრიცა; კითხვარი დიფერენცირებული სწავლებისათვის.  ძალიან  კარგია მოსწავლეების ინტერესების და მონაცემების დასადგენად. ვისწავლეთ ჩვენი პორთფოლიოს ბლოგზე მიბმა.   ვნახოთ რა შედეგს დავდებ.

суббота, 4 июля 2015 г.

დღე 6. დატვირტული დღე იყო როგორ ყოველთვის. განვიხილეთ ჩვენი გაკეთებიული პრეზენტაციები, მოვისმინე რჩევები, დარიგებები, რომლებიც აუცილებლად გამომადგება შემდგომ მუშაობაში.  გავეცანი რამდენიმე შეფასების რუბრიკის კატეგორიას. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ჩეკლისტებს. ძალიან მრავალფეროვანია. აუცილებლად უნდა გამოვიყენო გაკვეთილებზე. დღითიდღე რთულდება ჩემი დავალებები. აზრები არ მომდის რა ვქნა???

среда, 1 июля 2015 г.

დღე V
დღეს განვიხილეთ მოდული 3 და მოდული 4.
 მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით გავეცანით  შეფასებებს.  განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ ჩვენ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების რუბრიკამ დამაფიქრა..
ახალია არ იყო ჩემთვის სლაიდების შექმნა. მაგრამ საინტერესო იყო სლაიდების განლაგების თანმიმდევრობა. 
ზაფხული ასოცირდება დასვენებასთან ჩვენ კი ამ სიცხეში დატვირთული ვართ სიახლეების ძებნით. 
ძალიან ბევრი სამუშაო გაქვს, იმედია ძალა მეყოფა.