понедельник, 25 ноября 2019 г.


სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი /არავის უნდა იყოს ღარიბი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ირმა შამილაძე
რაიონი
ქობულეთი
სკოლა
ხუცუბნის საჯარო სკოლა
კლასი
XI
ჩატარების დრო
1/02/18-7/03/18
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
არავის უნდა იყოს ღარიბი
თემის შინაარსი
მოსწავლეები ცდილობენ პრაქტიკულ სასწავლო აქტივობაში მონაწილეობის გზით გამოიკვლიონ  და დაადგინონ რა იწვევს სიღარიბეს თავიანთ სოფელში. გააცნობიერონ სიღარიბის გამომწვევი მიზეზები.  ცდილობენ მოირგონ როლები სხვადასხვა თანამდებობის პირების და  შეიმუშაონ რეკომენდაციები სამომავლო ცვლილების შესახებ, სიღარიბის შემცირების მიზნით.  დაადგინონ ამჟამად არსებული დახმარების საჭიროება.  მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში;  მოსწავლეები ქმნიან ბროშურას თავიანთი როლის და იმ წვლილის შესახებ, რომელსაც ისინი სიღარიბის პრობლემის გაცნობიერებასა და გადაჭრაში შეიტანენ. ყოველი გუნდის პრეზენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს არსებული სიღარიბის გამომწვევი მიზეზები, დახმარების საჭიროებები და  სიღარიბის შემცირების შესახებ გაცემული რეკომენდაციები.
საგანი-  ეკონომიკა და სახელმწიფო
სოციალური პროექტი
დონე/კლასი  
11 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
5 – 6 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.4. მოსწავლეს შეუძლია  აღწერსიღარიბის  გავლენა ცალკეულ ადამიანსა და   ქვეყნაზე.
  • ჩამოთვლის სიღარიბის მიზეზებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში; ადარებს მათ და აყალიბებს მოსაზრებას მისი დაძლევის შესახებ

·         აღწერს თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს ძლიერების კრიტერიუმებს და მათ შესაბამისად აფასებს საქართველოს მდგომარეობას; თანაკლაასელებთან ერთად განიხილავს მიღებულ შედეგებს და მათი შეფასებების გათვალისწინებით წერს ესეს
მიზნები/ ამოცანები/სწავლის შედეგები
·                  მოსწავლე იაზრებს  სიღარიბის რეალურ სურათს.
·                  მოსწავლე ეცნობა სიღარიბესთან ბრძოლის პოლიტიკას;
·                     შეისწავლა სიღარიბის გაზომვის ორი სახის ინდიკატორი;
·                ფლობდეს ინფორმაციას გაეროსა და მთელი რიგი საერთასორისო ორგანიზაციების სიღარიბის დაძლევის პროგრამების შესახებ;
·            აკავშირებს სიღარიბის დონეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სხვა ძირითად მაჩვენებლებთან და ადარებს სხვა მსგავსი (მოსახლეობის რაოდენობის მხრივ) ქვეყნების მონა­ცემებს;
·            მოსწავლეები აკეთებენ ანალიზს და შეფასებას არსებული სიღარიბის შესახებ
მოსწავლეები თანამშრომლობითი მუშაობის საფუძველზე არსებული პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული და ფინანსურად ეფექტური  გზის შემუშავებას, რომელიც მოცემული ქვეყნის მოქალაქეების კონკრეტული საჭიროებების წვდომას ეფუძნება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

რატომ მინდა ვიყო მდიდარი?
თემატური კითხვები
როგორ გესმით სიღარიბე?
როგორ შეიძლება სიღარიბის თავიდან აცილება?

შინაარსობრივი კითხვები
რა ღონისძიებებს ატარებენ ამჟამად საქართველო და სხვა ქვეყნები სიღარიბის აღმოსაფხვრელად?
ჩამოთვალეთ მაჩვენებლები რომლითაც  შეიძლება სიღარიბის შეფასება?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










·         კითხვა-პასუხი
·         დისკუსია

·      ჯგუფური განხილვის რუბრიკა
·         ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე
·   გამოკითხვის ჩანაწერები
·   დისკუსია
·   პრეზენტაციის რუბრიკა

·    უკუკავშირი თანაკლასელების მიმართ
·         გამოკითხვის ჩანაწერების რუბრიკა
·   პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა


·   ყველასათვის ხელმისაწვდომი ბლოგის რუბრიკა
·   პრეზენტაციის რუბრიკა
·   დისკუსია

·   ყველასათვის ხელმისაწვდომი ბლოგის  შეფასების რუბრიკა
·   პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა
·         დისკუსიის შეფასების რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეაფასეთ მოსწავლეების ცოდნა  შეკითხვების დასმით და მათი პასუხების სამუშაო ჟურნალებში ჩანიშვნით. პერიოდულად წაიკითხეთ მოსწავლეების გამოკითხვის ჩანაწერები, სწავლების პროცესში შესაბამისი ცვლილებების შესატანად. პროექტის განმავლობაში შინაარსის გააზრებისა და დავალების შესრულების შეფასებისათვის გამოიყენეთ არაფორმალური შეფასების ფორმები, როგორიც არის ჩანაწერის დღიური, კითხვარები და დისკუსია. სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოიყენონ დისუსიისა  და პრეზენტაციის რუბრიკები. ამობეჭდილი რუბრიკის ფორმა გამოიყენეთ მოსწავლეების მიერ  სამუშაო პროცესის წარმართვის და მოსაზრებების წარმოსადგენად.  გამოიყენეთ ბროშურის და პრეზენტაციის შეფასება  უკუკავშირის გაზიარებისა და საბოლოო პროდუქტის შეფასებისათვის. მოსწავლეები იმავე შეფასების ფორმას იყენებენ თვითშეფასების და  თანაკლასელთათვის  უკუკავშირის გაზიარებისთვის.  ასევე, ქმნიან ყველასათვის ხელმისაწვდომი ბლოგის რუბრიკას და მას საკუთარ ბლოგზე  მუშაობის პროცესში სახელმძღვანელოდ იყენებენ.მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები, მათ შორის ინტერნეტში მუშაობის;
·         ინფორმაციის შეგროვების კვლევა-ძიების  პრობლემის შესწავლის და სინთეზირების უნარი;
·         ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
·         სიღარიბის ისტორიული მასშტაბებისა და მნიშვნელობის გაცნობიერება, მათ შორის იმ ძირითადი რეგიონების გეოგრაფიული ცოდნა.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე  მშობლებს და სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს დაურიგეთ საინფორმაციო ბუკლეტი    ეკონომიკისა და სახელმწიფოს  არჩევითი  კურსის შესახებ. ბუკლეტში ახსნილი უნდა იყოს თუ რა როლს ასრულებს  ეკონომიკის შესწავლა მოსწავლეების ეკონომიკური აზროვნების ფორმირებისათვის, რათა მათ საშუალება მიეცეთ ორიენტირება გააკეთონ  თანამედროვე სამყაროში, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს.
პროექტის შესავალი
1-ლი  კვირა
მოსწავლეებს სთხოვეთ წაიკითხონ სიტუაცია 1   გვ.161 კითხვის დროს გაითვალისწინონ ქვემოთ  მოცემული შეკითხვები და მოემზადონ დისკუსიისთვის:
ვაჩვენოთ ორი  ადამიანის პორტრეტი სხვადასხვა სოციალური ფენიდან  და ვსთხოვოთ მიანიჭონ კატეგორია.
·         რა ნიშნით მიანიჭეს კატეგორია?
·         აღწერეთ ღარიბი ადამიანების თქვენეული პორტრეტი . (ჩამოთვალეთ მაჩვენებლები რომლითაც შეიძლება სიღარიბის შეფასება)
·         რა არის სიღარიბე?  
·         რა  იწვევს სიღარიბეს?
·         უფრო ხშირად რა ასაკის ადამიანები გვხდებიან ღარიბების კატეგორიაში?
·         შესაძლებელია სიღარიბის პრევენცია?
·         რა ღონისძიებებს ატარებენ ამჟამად საქართველო და სხვა ქვეყნები სიღარიბის აღმოსაფხვრელად?
მოსწავლეები დისკუსიის დასრულებისას შეაჯამებენ გაზიარებულ  მოსაზრებებს, შექმნეს ღარიბი ადამიანის პორტრეტი, ჩამოუყალიბდათ შეხედულებები რის მიხედვითაც იხელმძღვანელებნ სიღარიბის პრევენციისათვის. მასწავლებელი დისკუსიის ბოლოს იყენებს დისკუსიის შეფასების რუბრიკას.

მე-2  კვირა
მეოცე საუკუნეში სიღარიბის  პრობლემა არსებობდა  მსოფლიოს სხვადა სხვა სახელმწიფოებში.  ეს იმას არ ხომ არ ნიშნავს, რომ სიღარიბე პრობლემა დაუძლეველი და გადაულახავია?!  გაეროს სტატისტიკით, სიღარიბის მიუხედავად, მსოფლიოში არსებობს ყველასათვის  საკმარისი რესურსი. მოკლედ განიხილეთ სიღარიბის გამომწვევი მიზეზები, მათ შორის ამინდი, ომი, ეკონომიკური კრიზისი, არასაკმარისი განათლება; მთავრობის არაკომპეტენტურობა ან გენდერული თანასწორობა.
სიღარიბე სელექციური პროცესი არ არის. 
 იმისათვის, რომ გავიგოთ ჩვენს სოფელში არსებული სიღარიბის პრობლემები მოსწავლეებმა თავიანთი ოჯახებისა და ახლობლების გამკითხვით უნდა მოიძიონ ინფორმაცია სოფელში არსებული პრობლემის შესახებ. ხშირად პრობლემა და სიტუაცია, ისეთი სიღრმიდან იღებს საფუძველს, როგორიცაა ძალაუფლება, არასაკმარისი განათლება, რესურსები, ან საზოგადოების კატეგორიებად დაყოფა.  პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ მსგავსი პრობლემების გადაჭრაში  ქვეყნების სხვა რეგიონების და სააგენტოების გამოცდილებებს. მოსწავლეები   სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს  ანალიზს  და წარმოადგენენ რეკომენდაციების სოფელში სიღარიბის შემცირებისათვის.  მათ უნდა  გაანალიზონ მონაცემები და განსაზღვრონ სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულება და კავშირები. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მოსწავლეებმა  კვლევისას უნდა გაითვალისწინონ:
·         იმ რეგიონებისათვის სადაც განათლების მიღების შესაძლებლობა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია, სიღარიბის პრობლემაც ასევე დამახასიათებელია?


·         სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე რეგიონებისათვის (როგორიცაა ცუდი გზები და შეზღუდული საზოგადოებრივი ტრანსპორტირების შესაძლებლობები) ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჩვეული მოვლენაა?
·         როგორ ზემოქმედებას ახდენს სიღარიბეზე რეგიონის გეო -ფიზიკური და  ეკონომიკური მდებარეობა?
კვლევის ჩატარების პროცესში მოსწავლეებს გააცანით აზროვნების, თანამშრომლობისა და კვლევის უნარების სხვადასხვა ტიპები, რაც მათ მაღალი ხარისხის „პროდუქტის წარმოებაში“ დაეხმარება. პროექტის შესასრულებლად ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება დაჭირდეს შაბლონები და სხვა დამხმარე რესურსები.
კვირის დასასრულს მოსწავლეები წარმოაგენენ ჩანაწერის დღიურებს,  ინფორმაციებს სოფელში სიღარიბეს პრობლემის შესახებ, შეიმუშაონ უკუკავშირი და განახორციელონ რეალური ცვლილებები მუდმივი ძალისხმევით.
მე-3 კვირა
მოსწავლეები მზაადა. დასვით მთავარი კითხვა, შესაძლებელია ვაქციოთ სიღარიბე  ისტორიად? კითხვა რომელზეც  პასუხი უნდა გაეცეს როგორც  კერძო პირმა, ორგანიზაციამ ან სახელმწიფო მოხელემ, (რომლის როლებსაც თვითონ მოირგებენ) მიიღებს გადაწყვეტილებას რესურსების გამოყოფაზე საჭიროების მქონე ადამინებისთვის (მაგ., რამდენად დიდია საჭიროება? რამდენად აკმაყოფილებს საჭიროებას ჩვენი უნარები და რესურსები?).    დისკუსიის  დასაწყებად  მოსწავლეები რამდენიმე პატარა ჯგუფად დაყავით  ისე რომ ერთი და იმავე როლის მქონე მოსწავლეები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. დაურიგეთ  სახელმძღვანელო რუბრიკა,  რაც მათ პრაქტიკული მეცადინეობის დაგეგმვაში, მონიტორინგსა და პროექტებზე მუშაობაში პრაქტიკული ცოდნის მიღებაში დაეხმარება. დისკუსიის დროს ყველა ჯგუფთან უნდა მიხვიდეთ და ჩანაწერები გააკეთოთ. ჩანაწერებზე დაყრდნობით დაეხმარეთ მოსწავლეებს, რომლებსაც მეტი განმარტება სჭირდებათ და დამატებითი მითითებები მიეცით მათ. ჩანაწერები ასევე გამოგადგებათ პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში პროგრესის შეფასებისათვის. 
მე-4 კვირა
მოსწავლეებს სთხოვეთ გაეცნონ ქვემოთ ჩამოთვლილი თანამდებობების  უფლებებსა და ვალდებულებებს. საქართველოში  არსებული სოციალური დახმარების სახეებს .
სთხოვეთ ჯგუფებს მოირგონ  ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული როლი:
·         სოფლის გამგებელი    
·         ეკონომისტი     
·         ჯანდაცვის მინისტრი   
·         რიგითი მოქალაქე
თითოეულმა გუნდმა განიხილონ სიღარიბის პრობლემა თავიანთი როლიდან გამომდინარე და გამართონ დისკუსია  თემაზე :  „რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ სიღარიბის პრევენციის და შემცირების საქმეში?“
გააკეთონ ანალიზი და დადონ რეკომენდაციები სიღარიბის აღმოსაფხვრელად.   რა გავლენას ახდენს სხვადასხვა  პროფესიული ხედვა სიღარიბის პრევენციისა და შემცირების რეკომენდაციებზე? „რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ სიღარიბის პრევენციის და შემცირების საქმეში?“ 
დისკუსიის დასრულებისას მასწვლებელი მოსწავლეებს აფასებს პრობლემის გადაჭრის და მსჯელობის შეფასების რუბრიკით.
მე-5 კვირა
ბროშურა
მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად პროექტში მათი როლის მიხედვით, ისე რომ ერთი და იმავე როლის მქონე მოსწავლეები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. დაურიგეთ  სახელმძღვანელო  რუბრიკა,   რაც მათ პრაქტიკული მეცადინეობის დაგეგმვაში, მონიტორინგსა და პროექტებზე მუშაობიდან პრაქტიკული ცოდნის მიღებაში დაეხმარება.
მოსწავლეებს აცნობეთ, რომ ბროშურაში უნდა უპასუხონ კითხვაზე რა გავლენას ახდენს სხვადასხვა  პროფესიული ხედვა სიღატაკის პრევენციისა და შემცირების რეკომენდაციებზე?“
გააცანით მათ  ბროშურის ნიმუში  და განიხილეთ ბროშურის შეფასება.
პროექტის ამ ნაწილის შესასრულებლად გამოყავით ორი   დღე.
ბროშურების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ საწყის ჯგუფებში დაბრუნდნენ და ერთმანეთს თავიანთი პუბლიკაციები გააცნონ. განიხილეთ ბროშურები შეფასების ფორმის გამოყენებით და შემდეგ აქტივობაზე გადასვლამდე მოსწავლეებს გააცანით შეფასების შედეგები.
პრეზენტაცია
სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სიღარიბის პრობლემას განიცდის და უნდა გამოიკვლიონ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, მოსახლეობას მისცეს ინფორმაცია საქართველოში არსებული სოციალური დახმარებების შესახებ.   შემდეგ კი დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები  ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად  რომელიც შემდგომ  წარმოდგენილი იქნება ჩვენს ბლოგზე.
საჭიროებისამებრ მიაწოდეთ მათ ახსნა-განმარტებები და შეცვალეთ პრეზენტაცია. მას შემდეგ რაც მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებს დახვეწენ, სთხოვეთ გუნდებს პრეზენტაციების შეფასების ფორმით იხელმძღვანელონ და წარმოადგინონ უკუკავშირი თანაკლასელების საპრეზენტაციო პროექტების შესახებ.

მე-6 კვირა
დასკვნითი აქტივობა/ბლოგის  გვერდი
სწავლის შედეგების სინთეზის მიზნით მოსწავლეებს დაავალეთ ბლოგის შექმნა ზემოთ მოცემულ  თემაზე თავიანთი კვლევის მიხედვით:

  • შესავალი, სადაც აღწერილია კლასი და პროექტი, მათ შორის მოცემულია ზოგადი ინფორმაცია და განსაზღვრებები სიღარიბის შესახებ,  პრობლემის მქონე მოსახლეობის დახმარების გაწევის საჭიროების ლოგიკური დასაბუთება.
  • ძირითადი ფაქტები პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი ყოველი საკვლევი მასალის შესახებ, პრიორიტეტების მიხედვით დალაგებულ ჩართულობის რეკომენდაციებთან ერთად.
  • გამოკითხვა, რომლის შედეგებიც წარმოგვიდგენს ვიზიტორების დამოკიდებულებას სიღარიბესთან ქვეყნის პასუხისმგებლობასთან და ბლოგის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ მაინც უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ თემატურ შეკითხვას, „რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ სიღარიბის პრევენციის და შემცირების საქმეში?“  შესაძლებელია ვაქციოთ სიღარიბე  ისტორიად?
  • სიღარიბის შესახებ ვებგვერდიდან აღებული და ბეჭდვით რესურსების ანოტაცია და სიღარიბის შემცირების პროცესში ჩართული რეკომენდირებული ორგანიზაციების ჩამონათვალი და მითითებები  მონაწილეობისთვის. დისკუსია თემატური კითხვის ირგვლივ: „რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ სიღარიბის პრევენციის და შემცირების საქმეში?“ მოსწავლეებს უჩვენეთ  ბლოგის   მაგალითი და განიხილეთ თითოეული გვერდისა და მთლიანად საიტის ძლიერი და სუსტი მხარეები. დაეხმარეთ მათ რუბრუკის შექმნაში, სადაც კვალიფიკაციის ოთხი დონე იქნება წარმოდგენილი. რუბრიკის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მახასიათებლები:
·         შინაარსი
·         წერა
·         გამოკითხვა
·         გრაფიკული დიზაინი
·         გეგმა
·         პროგრამის იდენტიფიკატორები
·         ნავიგაცია
·         წყაროები
              სთხოვეთ მოსწავლეებს თავიანთი ბლოგის  შექმნისას იხელმძღვანელონ ბლოგის რუბრიკით.  
საბოლოო აქტივობის სახით მონაწილეებს სთხოვეთ დაწერონ საკლასო ესე, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია მათი საკუთარი  და ასევე თანაკლასელების პრეზენტაციებიდან.

·         პროექტის  ბოლო ეტაპზე მოიწვიეთ მშობლები, სკოლის პერსონალი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. დაურიგეთ თქვენს მიერ შექმნილი ბროშურები, აჩვენეთ პრეზენტაციები, თქვენი შექმნილი ბლოგი და მოუსმინეთ მათ შეფასებას.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
არ მყავს

არაინგლისურენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ მყავს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         მიეცით თავისუფალი დავალებები
·         ყურადღება გაამახვილეთ ჯგუფის სწავლის უნარსა და განვითარებაზე
·         აქცენტი გააკეთეთ პრობლემის გადაჭრის უნარებზე და შემოქმედებით ასპექტებზე
ყურადღება გაამახვილეთ ინდუქციურ და დედუქციურ მსჯელობაზე
·         შექმენით ბლოგი  პროექტისთვის;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი

 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
სასკოლო სახელმძღვანელო ეკონომიკა და სახელმწიფო
ინვენტარი/მასალები
თაბახის ფურცლები. რვეულები, საწერ კალამი
ინტერნეტრესურსები
http://www.moa.gov.ge/contentimage/STRATEGIA_-geo_print.pdf


სხვა რესურსები
საველე ვიზიტები,  სკოლის მასწვლებლები,  მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის გამგებელი მშობლები და ა.შ.